Saturday, November 8, 2014
დღე მეხუთე და მეექვსე
თემა:მოდული 3-4 კავშირები სასწავლო ნიმუშების შექმნა.
გავეცანით უკუკავშირის ფორმას3-2-1 სტრატეგიით.პედაგოგების მიერ ბლოგზე ატვირთულ პრეზენტაციებს გავუკეთეთ კომენტარი,დავსვით შეკითხვები ,შევთავაზეთ ჩვენი აზრი.ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტის პრეზენტაციის დროს საკვანძო საკითხებს,თუ რა უნდა იყოს წარმოდგენილი სლაიდზე.ვთვლი ასეთი სახით წარმოდგენილი პრეზენტაცია არ არის მოსაწყენი და აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობს.პრეზენტაცია საკმაოდ ეფექტური იქნება.ბოლო ნაწილში გავეცანით ანიმაციების,დიაგრამების,ვიდეოს ჩართვის ხერხებს. რომელიც ჩემთვის საინტერესო იყო.
გვანცა ,უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის.
მეექვსე დღე.
თემა: მოდული 4-5
დღევანდელ დღეს წარმოვადგინეთ მოსწავლის თვალით დანახული პრობლემა პრეზენტაციის სახით.ერთმანეთს მივეცით რჩევები,რეკომენდაციები.პროექტში მონაწილე მოსწავლეებს უვითარდებათ მრავალი უნარი და შესაბამისად შეფასება მრავალფეროვანია.გავეცანით შეფასების რუბრიკის ფორმებს.კერძოდ ,კრიტიკული აზროვნების რუბრიკას.გარდა ამისა ვისწავლეათ ბლოგზე ვიდეოს ჩასენების ხერხები და ჰიპერბმულის შექმნა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment